4 ყველაზე უცნაური ტრენდი

„ლეკვის თვალები“
ჩვენ უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ ე. წ. „კატის თვალებს“, რომელიც ქალბატონების იერს სექსუალურობას სძენს, თუმცა, ნაკლებად წავაწყდებით ხოლმე ისეთ ქალბატონებს, რომლებსაც სურთ მათი თვალები მიტოვებული ლეკვის თვალებს ჰგავდნენ, მიუხედავად ამისა, ეს ტრენდი მსოფლიოში მდედრობით სქესის წარმომადგენელთა ნაწილმა მაინც აიტაცა. ასეთი მაკიაჟის გაკეთება მარტივია, უბრალოდ, ფანქარი თვალის ქვედა ნაწილზე უნდა წაისვათ - „ლეკვის თვალებიც“ მზადაა!

სახის პარსვა
როდესაც კანის მბზინვარების მიღწევა გსურს, ყველა მეთოდი გამართლებულია! - სწორედ ასე იმართლებენ თავს ის ქალები, რომელბიც პერიოდულად სახეს იპარსავენ. ამ პროცედურას სამედიცინო ენაზე დერმაპილინგს უწოდებენ. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს პროცედურა სახიდან მკვდარ უჯრედებს მოგშორებთ და კანი გაცილებით გლუვი გაგიხდებათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახის გაპარსვას მაინც არ გირჩევთ.

უცნაური იოგა
იოგა ფუტკრებთან ერთად - ეს ტრენდი საფრანგეთში უკვე დამკვიდრდა, ამ დროს იოგით დაკავებული ადამიანი ორი სკის ზემოთ განტავსებულ ფიცარზე წევს, ფუტკრებისგან წამოსული ვიბრაცია ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და ადუნებს - ამტკიცებენ ის ადამიანები, რომლებმაც ამ მეთოდით ვარჯიში საკუთარ თავზე გამოსცადეს.

მულტიმასკინგი
რაც შეეხება ამ ტრენდს, თქვენი კანისთვის ის საკმაოდ სასარგებლო იქნება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონები სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც ერთდროულად სახის რამდენიმე ნიღაბი უსვიათ. მთავარია, ყველა მათგანი სწორად შეარჩიოთ.