ივლისის თვის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი
თამამად შეგიძლიათ დაქორწინდეთ საყვარელ ადამიანზე. ჰარმონიული და ხანგრძლივი კავშირია მოსალოდნელი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადავა. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან ერთად ჩაერთვებით ჰობიში, საერთო ბიზნესს წამოიწყებთ.
მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და ნათესავებს. ოჯახის წევრების დახმარებით ნებისმიერ საყოფაცხოვრებო საკითხს დადებითად მოაგვარებთ. ხშირად მოაწყვეთ (უმიზეზოდაც კი) ოჯახური წვეულებები.

კურო
ზოგიერს ყოფილი შეყვარებულის დაბრუნება ელის, რომელიც თავს უხეშობითა და უტაქტობით დაგამახსოვრებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. ერთად იარეთ საყიდლებზე, სტუმრად. ოჯახთან ერთად ხშირად დაისვენეთ ბუნებაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს, განსაკუთრებით, თინეიჯერებს. მარტოხელებს ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, მაგრამ თუ გული არ მიგივათ, მაინც არ ჰკრათ ხელი; არ დააჩქაროთ მოვლენები.

ტყუპი
ივლისში მიხვდებით, რომ პირადი ცხოვრებისთვის უნდა მოიცალოთ. მარტოხელებმა მეტი ინიციატივა გამოავლინეთ სიმპათიის ობიექტის გასაცნობად. თუმცა სიყვარულიც თავად გიპოვით. ეს იქნება დაუვიწყარი რომანი სკანდალებითა და ვნებიანი შერიგებებით. ხშირად კონფლიქტში თავად იქნებით დამნაშავე. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობა. გახსოვდეთ, მეუღლეს ვერასდროს შეგიცვლით კარიერა და ფული.

კირჩხიბი
ივლისში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. გრძნობა საკუთარ სახელს დაგავიწყებთ. რომანი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, ეცადეთ, ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს. მოიწყვეთ მეორე თაფლობის თვე. დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს ნათესავებთან, "თაობათა" კამათს. უსიამოვნებაში არ მიატოვოთ ახლობლები. მაქსიმალურად დაეხმარეთ.

ლომი
რაში გჭირდებათ ახალი თაყვანისმცემელი, თუ საყვარელი ადამიანი გყავთ?! ნუ გაერთობით არაფრისმომცემი ფლირტით. უმჯობესია, ურთიერთობა გააუმჯობესოთ მეორე ნახევართან. გაანებივრეთ მზრუნველობით, სინაზით, სიყვარულით. ნუ იქნებით ამაყი, იყავით ადვილად მისაწვდომი. მეუღლე ჰობის განვითარებაში დაგეხმარებათ, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მოსალოდნელია მგზავრობა, მეგობრებთან შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა და პიკნიკები.

ქალწული
ბედნიერი იქნებით, რადგან ერთი ნახვით და ხანგრძლივად შეგიყვარდებათ. ეს, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. საბედისწერო შეხვედრა მგზავრობისას, შვებულებისას გელით. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. ხშირად მოუწყვეთ სიურპრიზები, რომანტიკული საღამოები. ნაკლები ეჭვიანობა და კრიტიკა გმართებთ მის მიმართ. მეტი მზრუნველობა და მეგობრული საუბრები გმართებთ შვილებთან. უყურადღებოდ ნუ მიატოვებთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.

წაიკითხეთ  სრულად