ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს
- 2016-07-04 19:37:47
- 1484 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილი ბრალის ორივე ნაწილში გაამტყუნეს. მათ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად გამოყოფილი 3-საათიანი დრო სრულად არ დასჭირდათ და გადაწყვეტილება 2 საათსა და 30 წუთში გამოაცხადეს.
სასჯელის ზომის განსაზღვრაზე სასამართლო უკვე 6 ივლისს იმსჯელებს.
მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს.