
8 მიზეზი იმისთვის, რატომ ღირს შვებულების გატარება სიმარტოვეში
- 2014-08-12 10:53:40
- 1695 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დასვენება მეგობრების კომპანიაში საკმაოდ საინტერესო და სახალისოა, თუმცა მარტო დასვენებასაც აქვს თავისი უპირატესობანი. გთავაზობთ 8 მიზეზს იმისთვის, რატომ ღირს დასასვენებლად მარტო წასვლა:
1. არ მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა;
2. არ მოგიწევთ ლოდინი ვინმესთვის და იმაზე ნერვიულობა, მის გამო სადმე არ დაგაგვიანდეთ.
3. შესაძლებლობა გეძლევათ რაიმეს დათვალიერებისას ყურადღება მთლიანად მასზე გადაიტანოთ და სრული შთაბეჭდილებებით დაიმუხტოთ.
4. შეგიძლიათ გაერკვეთ საკუთარ თავში და მარტოობაში განიტვირთოთ.
5. ბევრად იოლად შეიძენთ ახალ ნაცნობებს.
6. მარტო მოგზაურობა მოგცემთ საშუალებას იცხოვროთ სპონტანურად.
7. უფრო თამამი და დამოუკიდებელი გახდებით.
8. უკეთ გაიგებთ, სინამდვილეში რისი გაკეთება შეგიძლიათ.
წყარო