აი რატომ მიუსაჯეს ლიონელ მესის 21 თვიანი პატიმრობა!
- 2016-07-07 10:54:14
- 2635 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
როგორც "როიტერსი" იტყობინება, კატალონიის სასამართლომ მამა-შვილი გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო.
თუმცა, თითქმის 2 წლიანი პატიმრობის ნაცვლად ფეხბურთელს 2 მილიონი ევროს, მამამისს კი 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ სასჯელი 2 წელზე ნაკლებია, შეიძლება იგი პირობით პატიმრობად შეიცვალოს.
ესპანეთის პროკურატურა ლიონელ მესის 2007 წლიდან 2009 წლამდე დაახლოებით 4 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ედავებოდა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების განმავლობაში მისი მამა - ხორხე ორასიო მესი მართავდა.