მიმი შელიამ თმა შეიღება და საქმროს ყოფილი ცოლის ასლი გახდა...

მას შემდეგ რაც რუსეთის ნაკრებმა ევროპა -2016 ჩემპიონატზე ფიასკო განიცადა, სოცქსელებში არამხოლოდ ფეხბურთელების არამედ მათი მეორე ნახევრების კრიტიკა დაიწყო. ასე „კირიტიკის ქარცეცხლში“ რუსეთის ნაკრების თავდამსხმელის ფედორ სმოლოვის საცოლე მირანდა შელიაც მოჰყვა. გოგონამ თმა ქერად შეიღება და ახალი ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.





თუ ადრე მიმის ირინა შეიკს ადარებდნენ, ახლა მოდელი სმოლოვის ყოფილს ცოლს ვიქტორია ლოპირევას დაემსგავსა.



ბევრს მოეწონა შელიას ახალი იმიჯი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მან თმის ფერის შეცვლით ინდივიდუალურობა დაკარგა.








მოამზადა ელენე გურიელმა



mediamall.ge