აი რას ყვება მაგდა პაპიძის საქმის პროკურორი პაპიძეზე!
- 2016-07-12 09:31:37
- 2169 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"სხდომას ვინც ესწრებოდა, ეჭვიც კი არავის გასჩენია, ყველა დარწმუნდა, რომ ქალმა ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.
ის რაც დაფიქსირებული ჰქონდა თავის ჩვენებაში, სრულიად უარყო. თავიდან ამბობდა, რომ პათოლოგი ქმარი ჰყავდა, მერე თქვა, რომ ის მოსიყვარულე ქმარი, კარგი მამა იყო. წარამარა ცვლიდა ჩვენებებს, ეს, ალბათ, დაცვის სტრატეგიით იყო გამოწვეული. როდესაც სიმართლეს არ ამბობ, მაშინ არანაირი მნიშნვნელობა არ აქვს, თუ ერთი ტყუილს მეორეთი შეცვლი...
ნაფიცმა მსაჯულებმა მართლაც ღირსეულად გაართვეს თავი ამ ურთულეს საქმეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს სვამდნენ. მოულოდნელიც კი იყო არაიურისტებისგან ასეთი შეკითხვები, სასტიკ ქმედებას საკადრისი პასუხი გასცეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს. როდესაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას,დედაშვილურ სიყვარულს კლავს საკუთარი ხელით, ის საშიშია საზოგადოებისთვის და ამიტომ მოვითხოვეთ სამუდამო პატიმრობა. ის სამუდამოდ იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისაგან“- ამბობს დავით ნეფარიძე.