როგორ უღვივებდნენ მდოგვით ვნებას მამაკაცს რომაელი ქალები
- 2016-07-13 09:54:45
- 2796 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეს სანელებელი იმსახურებს ყურადღებას არა მხოლოდ თავისი პიკანტური გემოს, არამედ სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების გამოც. მდოგვის ლათინური დასახელება ითარგმნება როგორც "მანათობელი ბალახი". ძველი რომაელები ამ ცხარე სანელებელს მარსის მაგიურ მცენარედ მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მისი თესლი სიმბოლიზდებოდა ყველაფრის მხილველობასთან. მათ სჯეროდათ, რომ თუ მდოგვს დალევდნენ დიდი რაოდენობით, უფრო გამჭრიახნი და შორსმჭვრეტელნი გახდებოდნენ. ქალები კი მდოგვს სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ - თავიანთ შეყვარებულებს საკვებში ურევდნენ, თუ ისინი მათ მიმართ გულცივნი ხდებოდნენ. შედეგი კი მართლაც საოცარი იყო: ჩამქრალი ვნება და ლტოლვა ახალი ძალით იფეთქებდა და იღვიძებდა ხოლმე.
უძველესი დროის დიდმა მკურნალმა ავიცენამ პირველმა მისცა რეკომენდაცია ადამიანებს, გაეკეთებინათ მდოგვისგან სამკურნალო სახვევები ასთმის, სახსრებში ტკივილის, საჯდომი ნერვის ანთების დროს. ავიცენა ასევე ურჩევდა, მდოგვის სახვევები გაეკეთებინათ თავზე იმ ავადმყოფებისათვის, ვინც ლეთარგიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო მდოგვის ბალახის წვენი ჩაეშვათ ყურში ტკივილის დროს და დაეწვეთებინათ მტკივნეულ კბილებზე.
დღეს მდოგვის საფენებს ხშირად იყენებენ გაციების, ფილტვების ანთების, პლევრიტის, მიოზიტის, ნევრიტის, რადიკულიტის, რევმატიზმების დროს. სითბოს ზემოქმედებით ქსოვილებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, რისი წყალობითაც ანთებითი პროცესები გაივლის. ბრონქიტისა და პნევმონიის დროს მდოგვის საფენებს ადებენ ზურგზე, ლარინგიტის დროს - კისრის წინა და ზედა ნაწილში, ტრაქეიტის დროს - მკერდზე. ჰიპერტონიით გამოწვეული თავის ტკივილისას მდოგვის საფენებს კისერზე ადებენ. წაიკითხეთ სრულად