ეს ბიჭი ადრიანა ლიმას ახალი შეყვარებულია!

სულ ცოტა ხნის წინ სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ბოიფრენდს, ჯო ტომასს დაშორდა, მაგრამ 35 წლის ლამაზმანს მარტოობაში დიდხანს არ მოუწყენია. დასავლური ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის 29 წლის ფეხბურთელს, სამი ჰედირას ხვდება. ის და სპორტსმენი კუნძულ მიკონოსზე პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს.
ჰედირა ადრიანასთან ერთად კადრში გამოჩენას ერიდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილი ერთად ისვენებს!