ამ გოგოს ერთი ფეხი მეორეზე სამჯერ დიდია და ზრდას აგრძელებს...
- 2016-07-15 08:32:26
- 3984 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ამერიკელი არიანა ფარუ - სავსებით უნიკალური ადამიანია. მაგრამ სავარაუდოდ მისი უნიკალურობის მიზეზი მას სრულებით არ ახარებს. არიანა 25 წლისაა... მის ფოტოებს თუ წელამდე შევხედავთ, ის სავსებით ნორმალური ადამიანია, მაგრამ წელს ქვემოთ...
საქმე იმაშია, რომ არიანა იშვიათი დაავადებით კლიპელ - ტრენონის სინდრომისგან იტანჯება. ამის გამო გოგონას მარცხენა ფეხი საშინლად დასიებული აქვს და სხვადასხვა სახის გამონაყარი დასდევს მთელს ფეხზე და სასქესო ორგანოებზეც...
არიანას არ ახსოვს, როდის იყო ჯანმრთელი და ტკივილების მოთმენა არ სჭირდებოდა. დიაგნოზი მას დაბადებიდან მეორე დღესვე დაუსვეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში გოგონამ 60 ოპერაცია გადაიტანა და დაახლოებით 20-ჯერ სიკვდილის პირას იყო...
არიანა ამბობს, რომ მას არ ერიდება თავისი დაავადების შესახებ საუბარი. უფრო მეტიც, ამ დაავადების შესახებ ისე ცოტა რამაა ცნობილი, რომ გოგონა ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს თავისი ისტორია...
მოამზადა ელენე გურიელმა