ამ ამბავს ჩემი 2 ჯგუფელი შეეწირა!
- 2016-07-15 09:24:42
- 1203 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„აღარ ვიცი რა დავწერო. განადგურებულები ვართ. გუშინ ღამე საერთოდ ბიბისისაც კი არ ედო ახალი ამბები ნიცაზე ჩემმა მეგობრებმა რომ მომწერეს ჯერ არავინ არ ავრცელებს და გაავრცელეო, ფოტოებს და ვიდეოებს მიგზავნიდნენ და ვავრცელებდი მეც ავტომატურად.
ახლა ცოტა ხანს მეძინა და რომ გავიღვიძე მივხვდი რომ ჩემს ქალაქშიც ჩამოაღწიეს ამ ლაჩრებმა, ყველაზე სულმოკლე არსებებმა...
ყველაზე საშინელება და ტრაგედია ის არის რომ ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა, ვერ ვჩერდები რომ მახსენდება შეიძლება მეც ნუციც და მათ გარდა მილიონი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ ყოფილიყო, უფრო მეშინია.
მათაც ეს უნდათ გვეშინოდეს ხოდა გვეშინია უკვე, მე მართლა მეშინია, ისე რომ კიდე დიდ ხანს ვერ ჩავალ იქ, მითუმეტეს იმის მერე რაც ვნახე...
ჩემი ჯგუფელი გოგოები.
ეროვნული ზეიმი ეროვნულ გლოვად აქციეს მეტი რაღა უნდა ქნან, ადრე რიცხვებს მაინც არ ამთხვევდნენ ახლა უკვე ყველაფრის განადგურება დაიწყეს, ყველაფერი იმისი რაც საფრანგეთისთვის ღირებულია, ფრანგებისთვს ძვირფასი“. - განაცხადა ანანო ბაკურაზემ!