
გმირი ბაიკერი ნიცადან, რომელმაც სიცოცხლის ფასად სატვირთოს შეჩერება და ავარიის ინსცენირება სცადა(ვიდეო)
- 2016-07-15 13:44:15
- 2613 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მსოფლიო ნიცას ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობს.
ბასტილიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, ხალხის მასაში სატვირთო მანქანა შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 84 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მათი ნაწილი მანქანამ გაჟლიტა, ნაწილი კი ტყვიამ იმსხვერპლა.
სოციალურ ქსელებში დილიდან ვრცელდება შემზარავი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.
ახლახან ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ბაიკერი, საკუთარი სიცოცხლის ფასად სატვირთოს შეჩერებას ცდილობს.
კადრებზე, რომელიც აივნიდან არის გადაღებული ასახულია, როგორ მისდევს სატვირთოს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მოტოციკლეტი.
ბაიკერი სატვირთოს შესაჩერებლად და მისთვის მიმართულების შესაცვლელად, ავარიის ინიცირებას ახდენს და ცდილობს მანანასთან რაც შეიძლება ახლოს წაიქცეს. თუმცა სატვირთო მოძრაობას განაგრძობს და ხალხის მასაში იჭრება.