თურქეთის პრემიერმინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ილდირიმის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება სამხედროების ნაწილმა სცადა.

თვითმხილველთა თქმით ამჟამად ანკარაში მობილზიებულია სამხედრო ტექნიკა. ისმის სროლის ხმა. დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ.

სტამბოლში სამხედროებს ხიდები აქვთ დაკეტილი. კერძოდ, ბლოკირებულია სტამბოლის აზიური და ევროპული ნაწილის დამაკავშირებელი ხიდები ბოსფორის სრუტეზე.