თურქეთის თავზე სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ, გადაკეტილია ხიდები - "CNN" ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს! (ვიდეო)

­თურქეთში სამხედროებმა მთავრობის შენობის დაკავების შესახებ განაცხადეს

სტამბოლსა და ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. აეროპორტთან მობილიზებულია ტანკები.

ამასთან მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელწმიფო ტელე-რადიოკომპანიამ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდლეობის შესახებ განაცხადა.

თვითმხილველთა თქმით ამჟამად ანკარას თავზე გამანადგურებლები და სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ.

სტამბოლში სამხედროებს ხიდები აქვთ დაკეტილი. კერძოდ, ბლოკირებულია სტამბოლის აზიური და ევროპული ნაწილის დამაკავშირებელი ხიდები ბოსფორის სრუტეზე.