თურქეთის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა კვლავ მოქმედია და არ დაუშვებს, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე შეექმნას. ერდოღანმა CNN Turk-ს პირველი კომენტარი მისცა მას შემდეგ , რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ძალაუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში. მან მოუწოდა მოსახლეობას, გავიდნენ ქუჩაში და განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობას „შესაბამისი რეაგირება“ მოჰყვება. თურქეთის პრეზიდენტმა მომხდარ მოვლენებში „პარალელური სტრუქტურა“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სამხედროების ქმედებების უკან აშშ-ში მცხოვრები ცნობილი თურქი მოღვაწე, ფეთჰულა გიულენი დგას.