სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ!
- 2016-07-16 19:38:29
- 964 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სალომე ჩარკვიანმა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გვერდში დაუდგა.
"მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, ჩემს შვილს, ყველას ვინც დამიდგა თავდებში, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, უცნობებს, ნაცნობებს, სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო ბადრაგებს, პოლიციას და მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის", - განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.
სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლდა და მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების საკითხზე როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა. წაიკითხეთ სრულად