
აი რას წერს ლელა კილაძის შვილი დედაზე...
- 2016-07-16 20:40:01
- 1902 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გიგი უგულავას ყოფილმა მეუღლემ, ლელა კილაძემ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე" შვილის ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„დედაჩემი არის ყველაზე კარგი დედა, ლამაზი, საყვარელი და მხიარულია. ჩემი დედა ყოველთვის მუშაობს. ის არ მიბრაზდება, არ მიყვირის, მაგრამ კარგად ვერ ვხედავ... სულ სადღაც მიდის. ის მე სულ მეუბნევა არ იდარდოო. ეს გამოგივა და კეთილი იყავიო. დედიკოს ბევრ გასართობ ადგილას მივყავარ... ხანდახან ეგვიპტეშიც კი... ჩემი დედა არასდროს წუხს. ის მხიარული და კარგ განწყობიანია. მე ჩემს დედასთან ერთად ყველა დღე მომწონს. დედა სულ მეხმარება, მაწყნარებს და არ მაბრაზებს. არც მე არ ვაბრაზებ და არ ვეკამათები. მე მას ვესიყვარულები, როგორც ის მე. მე ძალიან მიყვარს დედა, სულ მასზე ვფიქრობ. სიზმრებშიც კი მესიზმრება", - ნათქვამია წერილში.