თორნიკე გოგრიჭიანის რეალური ოჯახი და ულამაზესი ცოლ-შვილი

არც ისე დიდი ხანია, სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" დაიწყო და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. რეალისტურმა გარემომ, ოჯახურმა ამბებმა და საკმაოდ კარგი გუნდის კარგმა ნამუშევარმა საზოგადოება მალე აალაპარაკა. რასაკვირველია, აქტუალური გახდნენ მთავარი როლების შემსრულებლებიც. პირველ რიგში, სერიალის ძირითადი ხაზის სათავეში მდგომი თორნიკე გოგრიჭიანი.
მსახიობს მანამდეც იცნობდა, განსაკუთრებით თეატრის მაყურებელი, და ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს. "ხელოვნურ სუნთქვაში" სრული ასპარეზი აქვს, სამსახიობო ნიჭი კიდევ უკეთ წარმოაჩინოს. დაქვრივებული კაცის, მარტოხელა მამის როლი შესანიშნავად მოირგო და დამაჯერებლადაც თამაშობს. სინამდვილეში როგორი მამაა თორნიკე და როგორია მისი რეალური ოჯახი?
სინამდვილეში თორნიკეს ულამაზესი ცოლი ჰყავს - მსახიობი ნინო ქორიძე. ნინო "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის კახა ქორიძის ქალიშვილია. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი - 24 წლის ირაკლი კვირიკაძე ჰყავს.  იხილეთ  ფოტოგალერეა