ტყუპი დის საოცარი ამბავი, რომელმაც 20 წლის წინ მსოფლიო შეძრა
- 2016-07-19 18:14:09
- 2486 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ერთ დროს მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ადევნებდა თვალს ამ ტყუპი დის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც კაირსა და ბრიელ ჯექსონს შეემთხვათ, ნამდვილი სასწაული იყო.
ეს ბავშვები ვადაზე მთელი 12 კვირით ადრე მოევლინენ ქვეყანას. თითოეული კილოგრამსაც არ იწონიდა და მათი გადარჩენის შანსიც ძალიან დაბალი იყო.
დები ცალ-ცალკე მოათავსეს დღენაკლულთა ინკუბატორში. ბრიელის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, პატარამ წონაში მატებაც დაიწყო. კაირის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო. ექიმებმა იმედი თითქმის დაკარგეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: ღამით ბრიელმა საშინელი ტირილი მორთო. ისე ძლიერ ტიროდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. სხეული სულ გაულურჯდა. წაიკითხეთ სრულად