ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც “ისლამურ სახელმწიფოს” ეშინია
- 2016-07-21 10:46:24
- 3378 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ეშინია, ისრაელია, The Independent-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა, რომელმაც მოახერხა, ISIS-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე შესულიყო და ცოცხალი გადარჩენილიყო.
იურგენ ტოდენჰოფერმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად 10 დღე გაატარა და საკუთარი აღმოჩენების შესახებ წიგნი დაწერა.
„ჯუიშ ნიუსთან“ საუბრისას გერმანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტებმა კარგად იციან, როგორი სასტიკია ისრაელი ტერორისტებთან ბრძოლისას.
ტოდენჰოფერის თქმით, ისლამისტები, რომლებიც მან ნახა, ამტკიცებდნენ, რომ არ ეშინიათ ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროების, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს.