"SOS!!!!გთხოვთ მეგობრებო გაავრცელოთ სასწრაფოდ"

მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსეს.მათ დახმარება სჭირდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მსახიობი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"SOS!!!!გთხოვთ მეგობრებო გაავრცელოთ , სასწრაფოდ ქუთაისის სისხლის ბანკს ესაჭიროება პირველი ჯგუფის დადებითი რეზუსის სისხლი... მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა !!!!! ვინც ქუთაისში ხართ ან ახლოს არ დაიზაროთ მიდით ჩააბარეთ ვისც ამ ჯგუპის სისხლი გაქვთ,"-წერს რუსკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.