მოდელი სანდრა პაიჭაძე “სკირას”(გიორგი პაპასკირი) ბოლო პოსტზე

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს ტრაგედია მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი KIA-ს და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ტრაგიკულ ავარიას KIA-ში მსხდომი სამი ადამიანი ემსხვერპლა. BMW-ს მარკის ავტომობილში ქართველი მორაგბეები – მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი – გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად ბათუმში იყვნენ დასასვენებლად, თბილისისკენ მომავალ გზაზე კი ავარია მოხდა.

AMBEBI.GE გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მეგობარს, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა. დაღუპული გიორგი პაპასკირი (სკირა) და ალექსანდრა პაიჭაძე კლასელები იყვნენ.

“ჩემი დისგან, ანასტასიასგან შევიტყვე ამ ტრაგედიის შესახებ. მეორე მანქანაშიც ჩემი ახლობლები ისხდნენ და ძალიან ცუდად ვარ. ჩემი და მათი შვილის ნათლიაა. სკირას (გიორგი პაპასკირის) მშობლები ისეთ შოკში არიან, ქუთაისშიც ვერ ჩავიდნენ. ჩვენც დაგვხოცეს და დაგვასამარეს ამ ტრაგედიით.

– ვიცი რომ გიორგი თქვენი კლასელი იყო…
– სკირა და მე კლასელები ვიყავით, 161-ე სკოლაში სწავლობდა, სადაც დამამთავრებელ კლასში გადავედი. ყველასთან ძალიან მეგობრობდა. ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგდაქორწინდნენ,საოცარი ქორწილი ჰქონდათ. 3 წლის შვილი დარჩათ, პატარა ნუციკო. ანი ჩხაიძე ნუცას მეგობარი იყო და მხოლოდ სოციალური ქსელით ვიცნობდი. ჯოჯოხეთში გაგვატარეს, მეტი რა არის ჯოჯოხეთი?

– რას საქმიანობდნენ?
– ნუცა შვილის აღზრდით იყო დაკავებული. გიორგის დიდი მომავალი ჰქონდა, არქიტექტორი იყო. ერთი პერიოდი ძალიან უჭირდათ, შემდეგ სხვადასხვა პროექტებს იღებდა, ახალი კონტრაქტებიც ჰქონდა და გვიხაროდა. ვიფიქრეთ ამოისუნთქეს-თქო და რა ვუთხრათ ახლა მათ შვილს, არ ვიცით. სანამ წამოვიდოდნენ ბათუმიდან, ფეისბუქზე სკირას ბოლო პოსტი რატომღაც სიკვდილზე და აორთქლებაზე იყო: Rip boiling water you will be mist – (ვწუხვართ ადუღებული წყლის გარდაცვალების გამო ძალიან დაგვაკლდები)