როგორ დავიძინოთ სიცხეში - რჩევები მათ ვინც ქალაქიდან ვერ გადის
- 2016-07-24 21:35:16
- 2399 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა სიცხეა. მაღალი ტემპერატურა ღამე ძილის პრობლემებსაც ქმნის. გამოცემა "ტელეგრაფი" გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა დავიძინოთ ცხელი ამინდის დროს კომფორტულად:
გაამზადეთ ცივი წყლით სავსე ბოთლი. ცნობილი მეთოდია ზამთარში საწოლში თბილი წყლით სავსე ბოთლების განთავსება, ზაფხულში კი შეგიძლიათ პირიქით გააკეთოთ. ცივი წყლით სავსე ბოთლი ზეწრის ქვემოთ მოათავსეთ, ეს ლოგინის გაცივებას შეუწყობს ხელს.
განათავსეთ პიჟამა პოლიეთილენის პარკში და შედეთ საყინულეში ჩაცმამდე 15 წუთით ადრე. ცივი პიჟამა ხელს შეუწყობს გაგრილებას.
მიიღეთ ცივი შხაპი. ცივი შხაპი შესაძლოა არ იყოს სასიამოვნო, თუმცა, ღამით სხეულის გასაგრილებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წაიკითხეთ სრულად