აი რას წერს ქრისტინა აგილერას მოცეკვავე ქართველებზე!

კრისტინა აგილერა მომღერალი 30 ივლისს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, მანამდე კი, მომღერალმა და მისმა ჯგუფის წევრებმა ქართული კერძები დააგემოვნეს. ქართული სიმღერით აღფრთოვანებული ქორეოგრაფი, დომინიკ დომინგო ემოციებს ვერ მალავს და ინსტაგრამზე წერს.

„როდესაც სადილი მსოფლიოში საუკეთესო სერენადით გვირგვინდება, რომლის მსგავსიც არასდროს გსმენია. ამ ვიდეოს ობექტურად ვერ შეაფასებთ. ოთახში უნდა ყოფილიყავით. ვიბრაცია, რომელიც მათი ჰარმონიიდან გამოდიოდა, პირდაპირი გაგებით სულიერი განცდა იყო.. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან, მაგრამ ისინი ამ სამყაროდან არ იყვნენ”.