რატომ აღშფოთდა თამარ ივერი კრისტინა აგილერას კონცერტზე?
- 2016-07-31 12:08:25
- 1531 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქრისტინა აგილერას კონცერტზე მყოფი თამარ ივერი, როგორც ჩანს ხმის ოპერატორმა გააბრაზა. „არ შეიძლება ასე უმაღლეს დონეზე გამართული საღამო ვიღაც ერთი უნიჭო ხმის ოპერატორს ემსხვერპლოს“ - წერს ის სოციალურ ქსელში.
თამარ ივერი: „ულამაზესი დარბაზი, მაღალხარისხიანი აპარატურა,
უმშვენიერესი კრისტინა აგილიერა(თუმცა ქერა თმაში ბევრად უფრო მომხიბვლელი იყო) მისი ულამაზესი და უძლიერესი ხმა, ფენომენალურად აკრობატული ვოკალი და სააშინელი ხმის ოპერატორი და გახმოვანება.ჟღარუნის და გრუხუნის მეტი არაფერი მოდიოდა დარბაზში მაყურებლისკენ.პრაქტიკულად...რომ არ მცოდნოდა ის სიმღერები,ვერც ერთ სიმღერას ვერ ვიცნობდი. არ შეიძლება ასე უმაღლეს დონეზე გამართული საღამო ვიღაც ერთი უნიჭო ხმის ოპერატორს ემსხვერპლოს,რომელსაც მთელი Volume და Bass Turbo sound level .....ასე მაქსიმუმზე ჰქონდა აყვანილი. არანაირი ბალანსი,მომღერლის ხმას, ბექვოკალს და ბენდს შორის .არანაირი სოლისტის ტემბრის სილამაზის წარმოჩენა..... მხოლოდ ჟღრიალი და გუგუნი. თანხას ვიხდით მომღერლის ულამაზესი ხმის სმენაში და არა აპარატურის უმაღლეს დონეზე გრუხუნში და ჟღრიალში სადაც ხმა იკარგება!
ნუ...ვიმედოვნოთ რომ გახსნაა და პირველი საღამო და ნელ ნელა ეს პრობლემა დაიხვეწება.
ბრავო!!!აგილიერა თუმცა,შენი ჰიტი Hurt უნდა გემღერა“.