ზურას და სალომეს თითებზე ამოტვიფრული სიყვარული
- 2016-08-01 12:19:31
- 1414 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ხანგრძლივი ზუმერის შემდეგ აბონენტმა უპასუხა, როგორც იქნა!
- ალო!
- გამარჯობა, სალომე! მე ზურა ვარ, ხიზანიშვილი.
”რა თავდაჯერებულია ეს ბიჭი, რატომ უნდა ვიცოდე, ვინ არის ზურა ხიზანიშვილი? იქნებ, ვიცნობ და... არა, არც მსმენია,"- გაიფიქრა სალომემ და..
- რა გნებავთ?
- მინდა, გაგიცნო.
ზურა ხიზანიშვილი ცნობილი ფეხბურთელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, იმ პერიოდში რომელიღაც პრესტიჟული უცხოური გუნდის "საკუთრება", სალომე ღვინიაშვილი კი თბილისში ცნობილი, პოპულარული გოგონა- მაღალი, ლამაზი, ეშხიანი და თანაც- მოდელი.
მართლა არ იცოდა სალომემ ზურას ვინაობა, ფეხბურთი არ უყვარდა და არც აინტერესებდა, აი, ზურა კი კარგად იცნობდა მშვენიერ მოდელს. თურმე, სალომესადმი ინტერესსა და სურვილს წლების განმავლობაში ჩუმად ატარებდა გულით. მერე გოგონა გათხოვდა- სხვას გაჰყვა ცოლად! არ გაუმართლა.
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც სალომე ღვინიაშვილი ქმარს გაეყარა, ზურამ გაბედა, გადაწყვიტა, სალომეს დაურეკა და... ხანგრძლივი ზუმერის შემდეგ აბონენტმა უპასუხა, როგორც იქნა!.. სატელეფონო საუბრებმა ხშირი, სისტემატური სახე მიიღო.
როცა პირველად გათხოვდა სალომე, 17 წლის არც იყო. ახლაც არ იცის, რამ გადააწყვეტინა ოჯახის შექმნა, ალბათ, თავი დიდი და დამოუკიდებელი ეგონა. მიუხედავად იმისა, რომ გააზრებულად არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი და მალევე დაენგრა ოჯახი, არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას.
პირველი ქორწინებიდან ყველაზე მთავარი და ძვირფასი - შვილი დარჩა. ვერ იტყვის, რომ იმ პერიოდში თავს ცუდად გრძნობდა და პირველი ქმრის გვერდით უბედური იყო. ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია. მაშინაც ბავშვი იყო, როცა ოჯახი დაენგრა. ბუნებრივია, განიცადა, თუმცა ეს ტრაგედია არ ყოფილა- ასაკმა მალე გადაატანინა ტკივილი.
ზურა ხიზანიშვილი სალომე ღვინიაშვილის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელით მოხიბლული ფეხბურთელი ჩასაფრებული იყო და სასურველი ქალის პირად ცხოვრებას თვალს ადევნებდა. სალომე ზურამ პირველივე შეხვედრისთანავე მოხიბლა. მშვენიერი მოდელი მიხვდა, რომ ზურას გარეშე ვერ იცხოვრებდა.
აბონენტმა ორიოდე ზუმერის შემდეგ უპასუხა... კარგია!
განაგრძეთ კითხვა