ის 70 წელს გადაცილებულ მოხუცს ჰგავს, მაგრამ… 4 წლის ბიჭუნაა

ალბათ ყველას გინახავთ ფილმი “ბენჯამინ ბატონის იდუმალი ამბავი”, რომელიც თითქოს ფანტასტიკას ჰგავს. ასეთი ამბები რეალურადაც ხდება იმ საშინელი დაავადების გამო, რომელსაც პროგერია ჰქვია და ნაადრევ დაბერებას ნიშნავს.
ეს 4 წლის ბიჭი თავისუფლად შეიძლება, 80 წლის მოხუცში აგერიოს. ბაიაზიდ ჰოსეინი ბანგლადეშში ცხოვრობს და უკვე აწუხებს ნაოჭები, ტკივილები სახსრებში და სირთულეები შარდვის დროს. ბიჭს ჯანმრთელი კბილებიც თითქმის აღარ შერჩა.
გარშემო მყოფები გაურბიან, მისი დანახვაც არ უნდათ. მის თანატოლებს კი ისტერიკა ეწყებათ, მას რომ ხედავენ.
მიუხედავად დაავადებისე, ბაიაზიდის ინტელექტი ოდნავ სცდება საშუალოს, რაც მის ასაკში უნდა იყოს.





პროგერია იშვიათი დაავადება, რომელიც საოცარი სისწრაფით იწვევს ადამიანის დაბერებას – რვაჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში. პროგერიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, 13-15 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვლებიან ხოლმე.





ბაიაზიდის დედა 18 წლის ტრიპტი ხათუნია და გამუდმებით მოწყენილია – დარდობს, რომ მისი შვილი არასოდეს იქნება ჯანმრთელი.