"ჯერ სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა შემდეგ კოკაკოლა შემასხა"
- 2016-08-02 08:49:37
- 1858 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მერსი სულხანიშვილი გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად, მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა, (სამი გოგო იყო მათგან ერთერთმა) ჯერ სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა შემდეგ კოკაკოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია მალე იპოვიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად. უკვე მერამდენედ შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება.
P.S ერთი ბრძოლის მოგება ომის მოგებას კი არ ნიშნავს."