„შოკში ვარ... გიჟები ხართ?... მოვითხოვ ჯარიმებს“ - თეონა კონტრიძე

„ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს და ამდენი ავარია არ მინახავს არსად“ - წერს ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში და აღშფოთებას გამოთქვამს.
თეონა კონტრიძე: „ გიჟები ხართ, თუ რა გჭირთ? ინდოეთში, სადაც ძროხები ველოსიპედები, რიქშები, სკუტერები, მოტოები, მანქანები და ა.შ. ერთად მოძრაობენ ბევრად დალაგებული და ყურადღებიანი მოძრაობაა ვიდრე საქართველოს დედაქალაქში და მის მიღმა..... შოკში ვარ!!! მოვითხოვ უდუდეს ჯარიმებს სიჩქარეზე!!!“