5 ცნობილი ქართველი ბიზნესმენის უჩვეულო ახირებები
- 2016-08-05 10:30:53
- 2764 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მდიდარ ადამიანებსაც აქვთ თავიანთი უცნაური ჩვევები და გატაცებები.
ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კორეელი მილიონერი იო მოექცა, რომელიც ბაჰრეინში ცხოვრობს. ბოლო 11 წელია იო ყოველ დილით, ადრე იღვიძებს და ქუჩებს ალაგებს. მილიონერი ქუჩაში დაგროვილი ნაგვის დახარისხებასა და გადამუშავებაზე განსაკუთრებით ზრუნავს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს, ყველაზე მეტად კი ის უხარია, რომ ხალხი სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობს. ჩვენ დავინტერესდით, რა გატაცებები აქვთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენებს და ამის დასადგენად სხვადასხვა წყაროს გამოყენება მოგვიხდა:
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ „ფორბსის“ 2016 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა, ის მაინც რჩება საქართველოში უმდიდრეს ადამიანად: მისი ქონება 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ფინანსები, მშენებლობა, უძრავი ქონება, რესტორნების ქსელი, სოფლის მეურნეობა და სააფთიაქო ბიზნესი - ამ სფეროებში ივანიშვილი კარგა ხანია მოღვაწეობს, თუმცა მას რამდენიმე საინტერესო ჰობი აქვს: პირველ რიგში ეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობაა. მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ტილო მის კოლექციაში არის პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატებთან ერთად”. მან ეს ნახატი 2006 წელს „სოთბის“ აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად. რაც შეეხება ივანიშვილის გატაცებას ეგზოტიკური ცხოველებითა და მცენარეებით, ეს მთელი საქართველოსთვის ცნობილია.
მამუკა ხაზარაძე - ის უკვე რამდენჯერმე დაასახელეს ყველაზე განათლებულ და ელეგანტურ ბიზნესმენად საქართველოში. მის სახელს უკავშირდება „ბორჯომისა“ და „თი ბი სი ბანკის“ დაფუძნება და განვითარება. მამუკა ხაზარაძე დღემდე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა - ბანკისა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფინანასური ორგანიზაციაა ჩვენს ქვეყანაში. მამუკა ხაზარაძის ჰობი ცხენებია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ამ მშვენიერი არსების სიყვარული ბაბუამ - კავალერისტმა ჟაკო ხუნდაძემ ჩაუნერგა: „ათი წლის ვიქნებოდი, როცა ბაბუამ პირველად წამიყვანა იპოდრომზე და ცხენზე დამსვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადმოვუგდივარ, მხედრობა იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - ჰყვება ბიზნესმენი. ამ სიყვარულმა განაპირობა მუხრან-ბატონის საჯინიბოს აღდგენა, სადაც ბიზნესმენმა წმინდა სისხლის ცხენები მოაშენა. წაიკითხეთ სრულად