სინგაპურის პრემიერის ცოლი თეთრ სახლში 11$-იანი ჩანთით მივიდა
- 2016-08-05 11:21:43
- 2174 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ცოლი ჰო ჩიმინგი თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტისას, ლურჯი, დინოზავრის გამოსახულებებით მორთული ხელჩანთით გამოცხადდა, როს გამოც დაცინვის საგანი გახდა.
11 დოლარიანი ჩანთის გამო, ქალბატონი ონლაინ-კრიტიკის საგანი გახდა.
თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ჩანთა სინგაპურის აუტიზმით დაავადებულთა სკოლის 19 წლის სტუდენტის შეკერილი იყო.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საოცრად იმატა აღნიშნულ სკოლაში შეკერილი ჩანთების გაყიდვამ — ერთ დღეში გაიყიდა 200-ზე მეტი ჩანთა, მაშინ როცა იგივე ოდენობის ჩანთების რეალიზაციას როგორც წესი, ოთხი თვე სჭირდებოდა.
სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ცოლს ჩანთა თეთრ სახლში, ბარაკ და მიშელ ობამებთან მიღების ცერემონიაზე ეკავა.
სინგაპურში მოქმედი სკოლა მსგავს ჩანთებს აუტისტი ადამიანების ნიჭის წარმოსაჩენად ყიდის.
„სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით და ამაყები ვართ, რომ პრემიერის მეუღლემ ოფიციალური ვიზიტისთვის არჩევანი ჩვენს ჩანთაზე შეაჩერა. ეს დიდი სტიმულია ჩვენი სტუდენტებისათვის. როდესაც მსოფლიო დონის მსგავს ღონისძიებაზე ის ასეთ იაფფასიან ჩანთას ატარებს, აშკარაა, რომ იგი საიმედო და ჭეშმარიტი ადამიანია“, — განუცხადა BBC-ს სკოლის წარმომადგენელმა.
წყარო: 1tv.ge