ბოლნისში უცნობი არსების ხმა ჩაიწერეს!

ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, ადგილობრივებს იგივე პრობლემა აწუხებთ რაც კუმისის, კოდას, წერაქვისა და კიდევ რამდენიმე სოფლის მკვიდრებს. თუმცა, ამ დრომდე იმის გარკვევა, თუ ვინ სცემს შიშის ზარს მოქალაქეებს, ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამოუცნობი არსების ხმა ჩაიწერეს.