„სრული კოშმარი“ - თეონა კონტრიძე ვანესა მეიზე

ვანესა მეის საქართველოში სტუმრობამ ბევრი აალაპარაკა, მათ შორის ცნობილი ქართველი მომღერლებიც. გუშინდელ კონცერტს კი სხვადდასხვაგვარი შეფასება მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ორგანიზატორებისადმი მიძღვნილ ხოტბასა და მადლობასთან ერთად უკმაყოფილოთა კომენტარებსაც ამოიკითხავთ. კონცერტს თეონა კონტრიძეც გამოეხმაურა და ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი სტატუსი განათავსა.

თეონა კონტრიძე: ვანესა მეიზე რა სეგმენტი წავიდა, როგორ მაინტერესებს, რომ მომისაჯო, ვერ მოვისმენ, სრული კოშმარი!