ღუდუშაურის კლინიკაში 40 წლის ქალმა მეათე შვილი გააჩინა

ღუდუშაურის კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 40 წლის ქალმა მათ კლინიკაში მეათე შვილი გააჩინა.

„ქალბატონმა მაიამ, 40 წლის ასაკში ჩვენს კლინიკაში მეათე შვილი გააჩნია! ვულოცავთ და ვუსურვებთ ულევ ბედნიერებას დიდ ოჯახთან ერთად!“, - აღნიშნულია კლინიკის გვერდზე „ფეისბუქში“.