როგორ გამოეხმაურნენ რუსები ლაშა შავდათუაშვილის ჟესტს?

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილსა და დენის იარცევს შორის.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე საკმაოდ დაძავულ ბრძოლაში დაამარცხა და გულშემატკივრებში უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. ლაშამ ამ გამარჯვებით ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. დასამახსოვრებელი იყო შავდათუაშვილის ჟესტიც. მან რუს მეტოქეს საქართველოს დროშისაკენ მიუთითა და ძირს დაგდებულ მეტოქეს უყურებდა.

შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელებში რუსმა გულშემატკივარმა უამრავი პოსტი გამოაქვეყნა, რომელთაგანაც რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

“ამ წონაში მედალს ველოდებოდით, ძალიან დასანანი მარცხია”

“შავდათუაშვილმა ძალიან კარგად იჭიდავა და მოგება ნამდვილად ეკუთვნოდა”

“მეტოქის პირველი გდება ვაზარი ნამდვილად არ ყოფილა. მსაჯს იუკო უნდა მიეცა”

“შავდათუაშვილის ჟესტი ჩემთვის გაუგებარი იყო. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ქართველი ძიუდოისტი”

“იარცევი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მას გამარჯვება არ უნდა გაეშვა ხელიდან”

“შავდათუაშვილს უდიდესი მომავალი აქვს”