რუსის დამარცხება და გიორგი კეკელიძის პასუხი „კრიტიკოსებს“
- 2016-08-09 09:53:40
- 995 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე რუსი მეტოქის დამარცხებას ქართველთა ზეიმი და უამრავთა სასიხარულო კომენტარი მოჰყვა.
„უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის“ - აღნიშნა თავად გამარჯვებულმა... საერთო ქართულ სიხარულს რამდენიმე უცნაური შეფასებით გამოეხმაურა, რასაც გიორგი კეკელიზე სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით პასუხობს.
გიორგი კეკელიძე: „ახლა ვნახე რამდენიმე გამოხმაურება, თითქოს გუშინდელი რუსი ძიუდოისტის დამარცხებით გამოწვეული სიხარული, პატარა ერის კომპლექსის ბრალიაო .
1) დიახ, ჩვენ რიცხოვნობით პატარა ქვეყანა ვართ, შესაბამისად ჩვენი სიხარული არის გაცილებით დიდი და განსხვავებული, ვიდრე სხვა ქვეყნების, რომელთაც გრაფაში უკვე ათობით მედალი აქვთ
2) ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დამრცხებით გამოწვეული აღტკინება არის ნორმალური და მეტიც – აუცილებელი.
3) სპორტი და პოლიტიკა. ზოგადი აზრით: სხვადასხვა ვერ იქნება. სპორტი ამ შემთხვევაში ჩვენი სათქმელია მსოფლიოსთვის: რომ ვარსებობთ, რომ ვართ და ძლიერები ვართ“.