„ჩემი ცოლის დაქალების'' პოპულარული გმირი თენგოი დაქორწინდა

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი, თენგოს როლის შემსრულებელი შოთიკო ნოზაძე დაქორწინდა. მისი რჩეული სოფო აბუაშვილია. ქორწილი გახმაურებული არ ყოფილა, ამ დღის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გახდა, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი გასაიდუმლოებული არასდროს ყოფილა. რამდენიმე ტელე თუ საგაზეთო ინტერვიუში შოთიკო ამბობდა კიდეც, რომ შეყვარებულია და ახლო მომავალში დაქორწინებასაც გეგმავენ.