რიოში წყალმა ფერი იცვალა: აუზი გამწვანდა

რიოში უცნაურობები გრძელდება. მორიგი სასწაული წყალზე მოხდა. რიოს ერთ-ერთი აუზის წყალი გამწვანდა.
ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სპორტსმენების ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება.

ოლიმპიადის მეოთხე დღეს აუზის წყალმა ფერი იცვალა და ცისფერიდან მწვანედ გადაიქცა, რამაც სპორტსმენების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ორგანიზატორებმა არ ახსნეს, რატომ მოხდა ასე, მაგრამ პირობას დებენ, რომ საშიში არაფერია.

ერთ-ერთი ვერსიით, ისიც ითქვა, რომ წყალი სპეციალურად აქციეს მწვანედ, რადგან სწორედ ეს ფერი დომინირებს ბრაზილიის დროშაზე.