ვინ იყო 26 წლის მანდატური, რომელიც სამსახურში ველოსიპედით მიდიოდა და ამ დროს დაიღუპა!

9 აგვისტოს თბილისში მომხდარ ავარიას ველოსიპედისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ველოსიპედისტს მსუბუქი მანქანა დიდ დიღომში დაეჯახა. გარდაცვლილი ველოსიპედისტი 28 წლის სანდრო ნადირაძე იყო. სანდრო 51-ე საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურში მუშაობდა.

სკოლაში მუშაობა ახალგაზრდამ 2014 წლის აპრილიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით თუ უბრალოდ, ველოსიპედის სიყვარულის გამო, სამსახურში, დიდი დიღმიდან ვერაზე ველოსიპედით დაიწყო სიარული. წარმოშობით ჭიათურელი, თბილისში ახლობლებთან ცხოვრობდა.

უბედური შემთხვევის დეტალებზე სანდროს თანამშრომლებს და ახლობლებს საუბარი უჭირთ. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე AMBEBI.GE-სთან 28 წლის მანდატურის შესახებ გვიყვება:  განაგრძეთ  კითხვა