„ოლიმპიადაზე გამოსვლა დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა“

მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე, რომელმაც რიოს თამაშებისთვის დოპინგკონტროლი ვერ გაიარა, „ფეისბუქში“ წერს:

„ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთავარი გამარჯვებები წინ არის!“


info9.ge