როგორ უნდა მიხვდეთ ქალს უყვარხართ თუ არა
- 2016-08-13 19:58:13
- 2017 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
არსებობს ხერხები, გაიგო, რაზე ფიქრობს და რა უნდა ქალს? ალბათ კი. რასაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნოთ, მაგრამ რამდენიმე მათგანი ნამდვილად შეესაბამება რეალობას. მაშ ასე, როგორ ამოიცნოთ, გოგონას უყვარხართ თუ არა.
სურს თქვენი ყურადღების მიპყრობა
მიაქციეთ ყურადღება, როგორ იქცევა ის სხვებთან ერთად, როდესაც თქვენს სიახლოვეს იმყოფება. ხშირად იყურება თქვენსკენ? ხმამაღლა იცინის, ცდილობს ყურადღება მიიპყროს? თქვენი გზები ხშირად იკვეთება? თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხები გაქვთ, დარწმუნებული იყავით, რომ მას თქვენდამი განუსაზღვრელი ინტერესი გააჩნია.
არაბუნებრივად იქცევა
კი, გოგონებიც შეშდებიან ხოლმე ერთ ადგილას, ხელიდან უვარდებათ ყველაფერი და გაუგებრად იწყებენ საუბარს, როდესაც გულში ჩავარდნილ ადამიანს ხედავენ. შეხვედრისას შემთხვევით ზედ გადაგასხათ თავისი სასმელი? დაფიქრდით, იქნებ მისი გონება ბედნიერების ჰორმონებით იყო დაბურული? და ერთი პლუსი დაიწერეთ თქვენს სასარგებლოდ.
იჩენს ინიციატივას
რამდენიმე პაემანი გქონდათ, მაგრამ ვერ ხვდები, მისი გრძნობები რა სტადიაშია. და უცებ, როდესაც ფიქრებში ხარ, ისმის ტელეფონის ხმა და ის გთავაზობს გასეირნებას. ის დროა, რომ გიხაროდეთ, მას ნამდვილად გულში ყავხართ ჩავარდნილი. განაგრძეთ კითხვა