შმაგი ბოლქვაძემ რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- 2016-08-16 20:36:09
- 1388 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს სახელით 66. კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
შმაგი ბოლქვაძე შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაერთო და ფინელ ტერო ვაელიმაეკის დაუპირისპირდა. მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
მომდევნო ეტაპზე ბოლქვაძის მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი 60 კგ წონით კატეგორიაში ირანელი ომიდ ნოროოზი იყო, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავა, სადაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი სერბ დავორ სტეფანეკს დაუპირისპირდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, შმაგი ბოლქვაძე სუფთად დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა.
მედლისთვის ბრძოლაში შმაგი იაპონელ მოჭიდავეს დაეჭიდა, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.