8 წლის შემდეგ – ” ბავშვი, რომელიც დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა”
- 2016-08-17 20:22:32
- 3503 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, Ardi Rizal 2 წლის ასაკიდან გახდა სიგარეტზე დამოკიდებული. ინდონეზიელი ბიჭი 2010 წელს უკვე ყველაზე ცნობილი ბავშვი იყო, რაც მასზე სიუჟეტი გაკეთდა. ამ სიუჟეტის მიხედვით არდი იყო ყველაზე მავნე ჩვევის მქონე ბავშვი, რომელიც დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევა.
არდიმ შეძლო თავი დაენებებინა სიგარეტისთვის. ის ჩაერთო ინდონეზიის მთავრობის პროგრამაში, რომელიც დაეხმარა მავნე ჩვევის დავიწყებაში. ამ პატარა ბიჭის მაგალითი იმდენად საყურადღებო აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სპეციალური კამპანია, რომლის მიზანიც იყო არასრულწლოვნებში აღმოეფხვრათ სიგარეტზე დამოკიდებულება და მისდამი მიდრეკილება.