23 წიგნი, რომელიც 30 წლამდე უნდა წაიკითხოთ!
- 2016-08-18 21:00:06
- 5199 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
წიგნებში ზოგჯერ იმ პრობლემებს და იმ გადაწყვეტილებებს ვხვდებით, რაც რეალურ ცხოვრებაში ძალიან დაგვეხმარება. დღეს შემოგთავაზებთ იმ წიგნების სიას, რომლებიც 30 წლამდე უნდა წაიკითხოთ.
გაიმდიდრეთ სულიერი სამყარო და გახდით უფრო ჭკვიანები!
სკარლეტ საილსი“ – ალექსანდრე გრინი
ლამაზი, რომანტიკული ზღაპარი, რომელიც ჩვენს ბავშვობას გაგახსენებთ. მოთხრობის მორალი მარტივი და გასაგებია: თუ სასწაულის არსებობას დაიჯერებთ, ის აუცილებლად ახდება!
„მექანიკური ფორთოხალი“ – ენტონი ბერჯესი
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი პოპულარული ნოველა. მოთხრობის პროტაგონისტი არასრულწლოვანი კანონდამრღვევი ალექსია. ამ რომანში ყველაზე განსაცვიფრებელი მორალის ნაკლებობაა. „მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიცაა“, – ნოველის დევიზია.
„აპრილის ჯადოსნობა“ – რეი ბრედბერი
ეს მარტივი და მოკლე ამბავია ცალმხრივ სიყვარულზე. ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და გულწრფელი მწერალი ახალგაზრდა გოგონებს უხსნის, რომ ცალმხრივი სიყვარული ყველაზე ზღაპრული რაღაცაა, რაც შეიძლება მათ შეემთხვეთ.
„ბუზთა ბატონი“ – უილიამ გოლდინგი
ეს არის საშინელი ისტორია ბრიტანელი მოსწავლე ბიჭუნებისა, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვდებიან. ავტორი თვალნათლივ აღწერს, თუ როგორ შეიძლება პატარა ცივილიზებული ბიჭები გადაიქცნენ ბოროტ, ველურებად და მკვლელებად. ამბავი თავისუფლებაზეა, რომელიც თავის მხრივ უამრავ პასუხისმგებლობას შეიცავს. ის ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობას არაფერი აკავშირებს უმანკოებასთან.
„ზეცას არ ჰყავს ფავორიტები“ – ერიხ მარია რემარკი
ეს ამბავი მარტოობაზე, დიდ სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლის სხვა ფასეულობებზეა.
„1984“- ჯორჯ ორუელი
მიუხედავად იმისა, რომ რომანი 1949 წელს დაიწერა, ის 66 წლის შემდეგაც კი ინარჩუნებს პოპულარობას. წიგნი არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე ადამიანებისთვის, ორსული ქალებისთვის, სუიციდისკენ მიდრეკლი პიროვნებებისთვის. სხვებისთვის კი ის აუცილებლად წასაკითხი წიგნია.
„ნუ მოკლავ ჯაფარას“- ჰარპერ ლი
წიგნი, სადაც ბავშვი გვიყვება სამართლიანობასა და უსამართლობის შესახებ. ამ ამბავში ნახავთ რასიზმს, აღზრდისა და განათლების პრობლემებს.
„ვისთვის რეკს ზარი“ – ერნესტ ჰემინგუეი
მოკლე მოთხრობა სიკვდილზე, იდეოლოგიებზე და ომის უაზრობაზე.
„ომი და მშვიდობა“ – ლევ ტოლსტოი
როცა ახალგაზრდა ხართ, ეს ნოველა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ეს ნამდვილი შემოქმედებაა, რომელიც დრამატულად აღწერს ისტორიასა და ადამიანთა ცხოვრებას.
„მშვიდი სუნთქვა“ – ივან ბუნინი
ამბავი სკოლის მოსწავლე გოგონა ოლია მეშერსკუიზე, მის ქალურობასა და პირველ სიახლოვეზე მოგვითხრობს. ავტორი ახალგაზრდა ქალბატონებს ურჩევს, რომ მიიღონ ცხოვრება მარტივად.
„მარტოობის ასი წელი“ – გაბრიელ გარსია მარკესი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუენდიების ოჯახში. ისინი ყოველთვის მზად არიან სტუმრების მისაღებად, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულგრილობას ავლენენ. აქ შეხვდებით ბევრ სექსსა და ვნებას, მაგრამ – ცოტა სიყვარულს. წიგნის წაკითხვის შემდეგ ოჯახის რაობაზე დაფიქრდებით.
„დრაჰმის მაწანწალები“ – ჯეკ კერუაკი
ომიდან დაბრუნებულ ვეტერანებს ამერიკაში არანაირი სიმართლე არ ხვდებათ. სიგარეტის ბოლითა და ჯაზის მელოდებით სავსე კლუბებში, სადაც ქარი ყოველთვის სასიამოვნოდა უკრავს, ადამიანები სამყაროსა და ადამიანების ცხოვრების შესახებ ფიქრობენ. თავგადასავლებისა და სასწაუელბის მოყვარულებს, გირჩევთ, მის წაკითხვას!
“ფრანგი ლეიტენანტის ხასა” – ჯონ ფაულზი
შავებში ჩაცმული ქალი ყოველდღე ზღვის ჰორიზონტს უყურებს. ერთ დღეს ის საქორწინოდ მომზადებულ კაცს შეხვდება. ამის შემდეგ ყველაფერი ყირაზე დგება. დაქორწინდება კაცი თუ არა ? თქვენი გადასაწყვეტია. გენიალურმა ფაულზიმ ნოველის 2 ვერსია დაწერა, გადაწყვეტა კი თქვენ მოგანდოთ,
„ქარი ტირიფებში“ – კენეტ გრემი
არაჩვეულებრივი საბავშვო წიგნი, რომელიც მოზარდებს გაახსენებს ცხოვრების უბრალოების სიმშვენიერეს. ზღაპარი სავსეა გადასავლებითა და სასწაულებით.
„ბეჭდების მბრძანებელი“ – ჯონ ტოლკინი
ამ წიგნის წაკითხვა არა მარტო ბავშვობის, არამედ მოზარდობის ასაკშიც შეგიძლიათ. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ თქვენ დაგავიწყდებათ, რომ ეს ფიქციაა. რეკომენდებულია წარმოსახვის გასავითარებლად.
„დევიდ კოფერფილდი“ – ჩარლზ დიკენსი
წიგნი, რომელიც მკითხველს ნებისმიერ ასაკში ასწავლის როგორ გამოიმუშავოს დისციპლინა, ემოციები და მორალი წარმატების მისაღწევად.
„დიდი გეთსბი “ – ფრენსის სკოტ ფიჯერალდი
ნაწარმოები შედევრთა სიაში შედის. მოთხრობა ბედის უკუღმართობაზეა. იცოდეთ, რომ ცოტა და კარგი მეგობრები ჯობს მათ დიდ რაოდენობას.
„დანაშაული და სასჯელი“ – ფიოდორ დოსტოევსკი
ადამიანის სულის აღწერას ვერავინ ვერ გადმოსცემს ისე, როგორც დოსტოევსკი!
"თამაში ჭვავის ყანაში“ – ჯერომ დევიდ სელენჯერი
წიგნის მთავარი თემა ტინეიჯერების შიშებსა და ფსიქიკურ დაავადებაზეა. ბუნტი, პერფექციონიზმი, მარტოობა და გაუცხოების შიში – ყველას უწევს ამის გამოცდა. ამიტომ ეს წიგნი მრავალი ადამიანის გულებს სწვდება.
„ლოლიტა“ – ვლადიმერ ნაბუკოვი
ამბის აღქმა მკითხველის აზროვნებაზეა დამოკიდებული. თქვენ შეიძლება დაინახოთ ავადმყოფი გარყვნილი ადამიანი ეროტიკული ქვეტექსტით, ან დაინახოთ სერიოზული, ლამაზად დაწერილი ამბავი, რომელიც ცხოვრებასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.
„ოსტატი და მარგარიტა“ – მიხაილ ბულგაკოვი
ბულგაკოვის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ნოველა მოგვითხრობს კეთილისა და ბოროტის ბრძოლაზე. ის ადამიანური გრძნობებისა და ბუნების სამყაროში გადაგიყვანთ.
„მეტამორფოზა“ – ფრანც კაფკა
კაფკა კომპლექსური და პირქუში მწერალია. მისი ნაწარმოების გაგება ახალგაზრდა მკითხველისთვის ძნელი იქნება, თუმცა საცდელად ნამდვილად ღირს! მეტამორფოზა ადამიანურ მარტოობაზეა. პატარა ისტორია ცხოვრებაზე, სიყვარულის ბუნების ილუზიაზე, სიმახინჯესა და ყველაფრის მარტოობაზეა.
„პატარა პრინცი“ – ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
მოზრდილ ადამიანებს ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ თითქოს რაღაც დაკარგეს. ამის საპოვნელად კი ეს წიგნი წაიკითხეთ. თქვენ ჩაწვდებით ცხოვრების მთავარ აზრს და მის ცხოვრებაში გადმოტანას ეცდებით!