
სასიკვდილო ინფექცია, რომელსაც "უწყინარი" მწერები ავრცელებენ
- 2016-08-19 09:48:46
- 2793 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ყირიმ-კონგოს ცხელებით წელს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა
ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ადამიანს საშუალება ეძლევა, ყველაზე შორეული, იდუმალი ადგილები მოინახულოს, ბუნების სილამაზით დატკბეს და ჯანმრთელობაც გაიკაჟოს, თუმცა ზაფხული ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც გვიმზადებს: საქმე ის არის, რომ თაკარა მზეში მავნე ბაქტერიები და ვირუსები განსაკუთრებით აქტიურდებიან და ძალიან საშიში დაავადებების წყაროდ იქცევიან. ასეთ დაავადებებს შორის უნდა დასახელდეს ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელმაც გასულ წლებში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყირიმ-კონგოს ცხელების ერთი შემთხვევა წელსაც ლეტალური შედეგით დასრულდა: როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ, ამ დაავადებამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორ დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან? - ამის თაობაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ცანავა გვესაუბრა:
- გარდა ნაწლავთა ინფექციებისა და ენტეროვირუსებისა, რომელიც ზაფხულის პერიოდში ძალიან ხშირად გვხვდება, წელიწადის ამ დროს ძალიან აქტუალური დაავადებაა ყირიმ-კონგოს ცხელება. ეს არის ძალიან საშიში ინფექცია, რომელსაც შეიძლება საწყის ეტაპზე ადამიანმა ყურადღებაც არ მიაქციოს. ყირიმ-კონგოს ცხელებას მთელ რიგ ქვეყნებში განსაკუთრებით საშიში დაავადების კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული. ჩვენთანაც, ის ცნობილია, როგორც განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექცია.
- სად უფრო მეტადაა გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელება?
- დაავადება გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ყოველწლიურად რეგისტრირდება ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები. ასევე აფრიკის ქვეყნებში, შუა აზიაში და ა.შ... შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.
- რამდენად ხშირად გვხვდება ის ჩვენს ქვეყანაში?
- ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები საქართველოში ყოველ წელიწადს რეგისტრირდება. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც მწვავე ცხელებით მიმდინარეობს. მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ლეტალური შედეგი ამ დაავადების დროს საკმაოდ მაღალია: სხვადასხვა მონაცემებით 2%-დან 50%-მდე შემთხვევებისა სიკვდილით სრულდება. საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ დაავადების 30-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. რამდენიმე შემთხვევა წელსაც აღინიშნა და ერთი მათგანი ლეტალური შედეგით დასრულდა - ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება მასობრივად არ ვრცელდება, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. განაგრძეთ კითხვა