აი რატომ თქვა რიო-2016-ში მონაწილეობაზე უარი ამ მხედარმა! დასაფასებელი საქციელია!


ჰოლანდიელი მხედარი ადელინდა კორნელისენი რიო-2016-ის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ იღებს. ამის მიზეზს მის წერილში წაიკითხავთ, რომელიც ადელინდამ ფეისბუკში გამოაქვეყნა.




«ჩემი ისტორია…

რიოში პირველი დღეები გეგმის მიხედვით მიდიოდა. ჩვენ ბევრს ვარჯიშობდით. პარციფალი თავს კარგად გრძნობდა. ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა. ვარჯიში დილაუთენია დავიწყე. პარციფალს მშვიდობიანი დილა ვუსურვე, მაგრამ შევამჩნიე რომ მისი თავი მარჯვენა მხარეს გასიებული იყო. ტემპერატურის გაზომვისას აღმოჩნდა, რომ მას 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა. ის ჩვეულებრივად ჭამდა. ყოველი შემთხვევისთვის თვალს არ ვაშორებდი. ».



«ვეტერინარებმა ის საგულდაგულოდ შეამოწმებს. აღმოჩნდა, რომ ცხენს რომელიღაცა მწერმა თუ ცხოველმა უკბინა და სხეულში შხამი ჩაუტოვა. პარციფალს დიდი რაოდენობით წყალი დაალევინეს. ეს დაეხმარა მას თირკმელების გაწმენდასა და ტოქსინების გამოდევნაში. 15:30-ისთვის ტემპერატურა 38.4-ზე ჩამოვარდა. ყოველი შემთხვევისთვის თავზე რენტგენიც გადაუღეს. ყველაფერი კარგად იყო. დღის ბოლოს, პარციფანი თავს კარგად გრძნობდა. ».



«ჩვენ ცხენთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციას თხოვნით მივმართეთ, შეჯიბრი სხვა დროს გადაეტანათ. ვფიქრობდი, პარციფალის ჯანმრთელობისთვის ასე ჯობდა. ჩვენ უარი გვითხრეს.

ამ მომენტში მე არანაირი სურვილი არ მქონდა ოლიმპიადაში მონაწილეობის. ჩემი ცხენის ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანი იყო.

რაც მთავარია მისი ტემპერატურა დარეგულირდა.».



«მეორე დღეს ახალი პრობლემები გამოჩნდა.

წინა დღისით, როცა გადაწყვეტილი მქონდა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებდი, იმ დღეს ცხენის მდგომარეობა ნორმაში ჩადგა. ის კარგად სვამდა და ჭამდა. მე არ მინდოდა ჯგუფის გაწირვა. არ ვიცოდი რა მექნა…

დილის 7-დან 8 საათამდე ნება დაგვრთეს მინდორში გავსულიყავით ».



«ვეტერინარს დაველაპარაკეთ. ამის მიხედვით გადავწყვიტეთ 10 წუთი გვევარჯიშა, შემდეგ კი პარციფალის რეაქციას დავაკვირდებოდით.

ასეც ვქენით. მინდორზე რამდენიმე წრე დავარტყით. ცხენი თავს კარგად გრძნობდა, ტემპერატურა ნორმაში იყო.

ძნელი გადაწყვეტილებაა… რა უნდა ვქნა? ის ახლა ნორმალურადაა, მაგრამ ვინ იცის რა იქნება ხვალ? თუკი ჯგუფს ჩამოვშორდები, ჩემს შემცვლელს ვერ იპოვიან. რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი? მე მრავალ ვეტერინარს ველაპარაკე. ფედერაციის ვეტერინარმაც კი შეამოწმა ცხენი. ყველაფერი კარგად იყო. გადავწყვიტე, რომ ვცდი…»



«დადგა შეჯიბრის დღეც.

როცა მინდორზე გავედით, შევამჩნიე, რომ პარციფალი იბრძოდა. ის მებრძოლია, არასოდეს ნებდება. მაგრამ მის დასაცავად, მე დავნებდი. ჩემი მეგობარი, ჩემი ძვირფასი მეგობარი.. ცხენი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ მომცა, არ იმსახურებს ამას.

მე მივესალმე მაყურებელს და დავტოვე მინდორი…»