25 წლის მილიარდერი უცოლოა – ახალი სასურველი სასიძო

რამდენიმე დღის წინ 65 წლის ასაკში ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჰერცოგი ჯერალდ კავენდიშ გროსვენორი გარდაიცვალა.


ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის თანახმად, გროსვენორის ქონება 10,8 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ($14 მლრდ) შეადგენს. იგი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო მსოფლიოს მილიარდერთა შორის კი 68-ეს. მას ეკუთვნოდა მიწები დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ელიტური რაიონების ჩათვლით.


ქონების მემკვიდრე მისი ერთადერთი ვაჟი, 25 წლის ჰიუ რიჩარდ ლუი გროსვენორი დარჩა, რომელიც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ჯორჯ კემბრიჯელის ნათლიაა.


ის მაშინვე იქცა მედიის ყურადღების ობიექტად და რაც მთავარია ჰიუ უცოლოა.