ქალმა ქმრის ცხედარი ამოთხარა და მასთან ერთად ცხოვრობს!

უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ირკუტსკის პროვინციაში. ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში მუმია იყო აღმოჩენილი. ცხედარი, ქალის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც წელიწადნახევარის წლის წინ გარდაიცვალა. ქვრივმა ქმრის გარდაცვალება რთულად გადაიტანა და ერთი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდა. ხოლო კიდევ ნახევარი წლის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა მეუღლის „დაბრუნება“.


ქვრივმა დაიქირავა ადამიანები, რომლებმაც მისი ქმრის გვამი ამოთხარეს. როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, მომხდარის შესახებ სამი დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ცხედარი მორგში გადაასვენეს.


მოამზადა ელენე გურიელმა


mediamall.ge