მამამ 4 თვის გოგონა წიხლებით სასიკვდილოდ სცემა, რადგან ბავშვის ტირილი აწუხებდა

ქორ მორისი დააკავეს მას შემდე, რაც მან 911- ში დარეკა და აღიარა, რომ სასიკვდილოდ სცემა მისი 4 თვის გოგონა - ემერსონ მორისი.

როდესაც პოლიცია და მშველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს ახალგაზრდა მამას სისხლიანი ხელები ჰქონდა და ასევე სისხლიანი იყო მისი პერანგი.

მორისმა განაცხადა, რომ იგი უყურებდა ტელევიზორს, როდესაც ოთხი თვის ბავშვმა დაიწყო ტირილი. გაცოფებული მამა შევიდა მის საძინებელში და ჩვილს თხუთმეტჯერ ჩაარტყა სახეში, მას შემდეგ, კი რაც არ შეწყვიტა ტირილი - გულმკერდის არეში შვიდჯერ.

ბავშვის დედა იმყოფებოდა სამსახურში, ჩვილზე კი მამა ზრუნავდა. 21 წლის მორისს შესაძლოა 40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მან ბრალდება აღიარა.

იხილეთ  ფოტოსურათები