ცელულიტთან ბრძოლის 3 ყველაზე მძლავრი მეთოდი

ყოველი მეორე ქალბატონის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სხეულზე ე.წ. „ფორთოხლის ქერქს“ აღმოაჩენს, თუ ეს თქვენც დაგემართათ, გულს ნუ გაიტეხთ, იმისთვის, რომ მიმზიდველობა არ დაკარგოთ, შეეცადეთ სხეულს მოუაროთ. ჩვენ ამ მოვლენასთან ბრძოლის, 3 ყველაზე ეფექტურ გზას გთავაზობთ:

1. სწორი კვება
სწორ კვებასა და დიეტას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და ცელულიტიც გაქვთ, გახდომის შემდეგ ცხიმს დაკარგავთ, მაგრამ ამ უკანასკნელს, ვერ დაამარცხებთ. ცელულიტთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ორგანიზმში წყლის ბალანსის ნორმალიზებაა. ნუ მიიღებთ პროდუქტებს, რომლებიც სითხის შეკავებას იწვევენ, ესენია: ტკბილეული, ფასტ-ფუდი, ზედმეტად ცხიმიანი კერძები. უპირატესობა მწვანე ბოსტნეულს მიანიჭეთ, მათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე ძალიან კარგად გამოყავთ, მიირთვით ცხიმიანი თევზიც, ის კანს სიგლუვეს ანიჭებს.

2. კოსმეტიკური პროცედურები
ეს არა მხოლოდ ძალიან სასიამოვნო, მეტად სასარგებლოცაა. მასაჟები, შეხვევები, პილინგები – ეს ყველაფერი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც უჯრედების მიკროპროცესებს მუშაობისთვის დამატებით ბიძგებს აძლევს. პილინგისთვის საჭირო ინგრედიენტებს სახლშიც ადვილად იპოვით. ეს შეიძლება იყოს თიხა, ყავა, შაქარი, წყალმცენარეები.

3. სპორტი
სპორტი კანის ქვეშ დაგროვებული ცხიმების ფენების წვას უწყობს ხელს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ცელულიტი ნაკლებად შესამჩნევი ხდება, ფიტნესი საუკეთესო არჩევანია.